12 ივნისს, შანაია ტვეინი უემბლის სტადიონზე, ჰარი სტაილზის მსოფლიო ტურნეს – Together, Together მორიგი მასშტაბური კონცერტების სერიის გახსნაზე გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ტვეინი სტაილზის კონცერტებზე 4 ივლისის ჩათვლით იმღერებს, რადგან 60 წლის არტისტი 12-დღიანი რეზიდენციის გამხსნელი შემსრულებელია.
შანაიამ ჰარის შოუს დაწყებამდე არაერთი საკულტო ჰიტი, მათ შორის Man! I Feel Like A Woman! შეასრულა და ათასობით მაყურებელი ააცეკვა.
ჰარი სტაილზის ტურნე სახელწოდებით – Together, Together 16 მაისს დაიწყო და 13 დეკემბრამდე გასტანს. ტურნე მოიცავს ხანგრძლივ და მასშტაბურ გამოსვლებს მსოფლიოს 7 ქალაქში, რომელაგან 10 უკვე გაიმართა ამსტერდამში, რომლის გახსნაზე, რობინი მღეროდა.
ლონდონიდან ჰარი სან-პაულოში, მეხიკოში, ნიუ-იორკში, მელბურნსა და სიდნეიში გადაინაცვლებს.
სან-პაულოში სპეციალურ სტუმრად, Fcukers წარდგება, მეხიკოში – ჯორჯა სმიტი, ნიუ-იორკში – Jamie xx, მელბურნსა და სიდნეიში კი, Baby J, Fousheé და Skye Newman.
ჰარისა და შანაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ტვეინი სტაილსს 2022 წელს, ,,კოაჩელაზე” პერფორმანსისას მოულოდნელად შეუერთდა. მაშინ მათ ერთად სწორედ Man! I Feel Like A Woman! იმღერეს, რაც არ გამორიცხავს სიურპრიზად ამ დუეტის კვლავ ხილვას მიმდინარე კონცერტებზე.