17 მაისს, ლას-ვეგასში, ქანთრის მუსიკის აკადემიის 61-ე დაჯილდოება გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ცერემონიის წამყვანი, შანია ტვეინი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტვეინი დაჯილდოების 14-გზის ნომინანტი, 3-გზის გამარჯვებული და პრესტიჟული პრემიის რეციპიენტია.
არტისტის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ამ ღამის ნაწილი იყოს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ წელს ნომინაციებში ქალი არტისტები დომინირებენ.
დაჯილდოების ტოპ ნომინანტი, მეგან მორონია, რომელსაც მირანდა ლამბერტი, ელა ლენგლი და ლეინი უილსონი მოჰყვებიან.
ცნობისთვის, შარშანდელი Academy of Country Music Awards, რომელსაც რიბა მაკინტაირი გაუძღვა, ტრიუმფალური ელა ლენგლისთვის აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი გასულ წელს დაჯილდოების ნომინანტთა შორის პირველად მოხვდა, ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო და ყველაზე მეტ ნომინაციაშიც გაიმარჯვა.