LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორია რეფორმირდა – ელა ლენგლის Choosin’ Texas 21 კვირაა ჩარტის სათავეშია და აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

157
photo-collage.png

ელა ლენგლის ჰიტმა – Choosin’ Texas მორიგი ფენომენალური რეკორდი დაამყარა და ოფიციალურად გადაწერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორია.

სიმღერამ ჩარტის პირველ ადგილზე 21-ე კვირა აითვალა, რითაც მოხსნა არასადღესასწაულო სიმღერების აბსოლუტური რეკორდი და გადაასწრო ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა: Lil Nas X-ის Old Town Road ბილი რეი საირუსის მონაწილეობით და Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy).

ამ შედეგით, Choosin’ Texas სულ რაღაც ერთი კვირით ჩამორჩება მერაია ქერის საშობაო კლასიკას – All I Want for Christmas Is You. 1958 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საკულტო ჰიტ-აღლუმის ისტორიაში 22 კვირა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რაც კი რომელიმე სიმღერას პირველ პოზიციაზე დაუფიქსირებია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირას ელა ლენგლი, ამ ისტორიულ მაჩვენებელსაც გაუთანაბრდება.

ჩარტების ექსპერტები ამ ფენომენს „ლენგლის ეფექტს“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ სიმღერამ უპრეცედენტო სტრიმინგისა და რადიო როტაციის წყალობით, Billboard-ის მიერ ოფიციალურად მიიღო 2026 წლის ზაფხულის მთავარი სიმღერის სტატუსი.

ამასთან, Choosin’ Texas პარალელურად ლიდერობს Billboard-ის გლობალურ ჩარტებშიც, რაც ადასტურებს, რომ ტეხასური თემატიკის ქანთრი ჰიტმა ამერიკის საზღვრები სრულიად გაარღვია და მსოფლიო მუსიკალური ბაზრის უპირობო ლიდერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები