LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაძაბული ბრძოლა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე მოსახვედრად – არიანა გრანდემ ელა ლენგლის აჯობა

129
photo-collage.png (9)

ამ კვირის განახლებული მონაცემებით, Billboard Hot 100-ის სათავეში არიანა გრანდეს ახალი სინგლი – hate that i made you love me მოექცა.

შედეგად, ტრეკი გახდა არტისტის კარიერაში რიგით მე-10 ჰიტი, რომელმაც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის’’ პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად, ის გაუთანაბრდება ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ჯენეტ ჯექსონი, ბრუნო მარსი და სტივი უანდერი.

სიმღერა ჩარტის ლიდერ პოზიციაზე გამოსვლიდან სადებიუტო კვირაში მოხვდა, რაც არიანას კარიერაში უკვე მე-8 შემთხვევაა. ამ მაჩვენებლით ის ჰიტ-აღლუმის 67 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი დებიუტით ქალებს შორის, ტეილორ სვიფტს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ჩარტში პირველი ადგილის მოსაპოვებლად არიანა გრანდესა და ელა ლენგლის გულშემატკივრებს შორის, ნამდვილი ომი გაჩაღდა.

კონკურენციაში გასამარჯვებლად არიანამ სიმღერის რამდენიმე ვერსიაც გამოუშვა (აკაპელა, ინსტრუმენტული, რეპეტიციის ჩანაწერი), რამაც გაყიდვების უპირატესობა მისცა.

საპასუხოდ, ელას კომპოზიციაზე – Choosin’ Texas ფასდაკლება გამოცხადდა iTunes-ზე, რათა მოწინავე პოზიციაზე სწორედ ის ყოფილიყო.

საბოლოოდ, დაძაბული ბრძოლა გრანდემ მოიგო და ლენგლის სიმღერა მე-2 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ hate that i made you love me არის ლიდ სინგლი არიანა გრანდეს მომავალი, რიგით მერვე სტუდიური ალბომიდან, petal, რომელიც სრულად 31 ივლისს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები