LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელა ლენგლის სიმღერამ – Choosin’ Texas ისტორიული რეკორდი დაამყარა

151
photo-collage.png (77)

როგორც მოსალოდნელი იყო, ელა ლენგლის სიმღერამ – Choosin’ Texas Billboard Hot 100-ში ისტორიული რეკორდი გაიმეორა.

ჩარტის განახლებული მონაცემებით, არტისტის სენსაციური ჰიტი უკვე მე-19 კვირაა პირველ ადგილს ინარჩუნებს, შედეგად კი, ის ოფიციალურად გახდა მესამე ჩანაწერი, რომელმაც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორიაში ლიდერი პოზიცია ამ ხანგრძლივობით შეინარჩუნა.

ამჟამად, ჰიტ-აღლუმის ისტორიაში ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი არა-სადღესასწაულო სიმღერებს შორის, რითაც ტრეკი რეკორდს იყოფს ისეთ სიმღერებთან, როგორებიცაა: A Bar Song (Tipsy) და Old Town Road.

,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორიაში 19 კვირაზე მეტი პირველ ადგილზე მხოლოდ მერაია ქერის საკულტო საშობაო ჰიტს, All I Want for Christmas Is You აქვს გატარებული. მას სხვადასხვა სადღესასწაულო სეზონზე ჯამში 22 კვირის განმავლობაში ეკავა ჩარტის პირველი პოზიცია.

თუ ელა ლენგლი ლიდერობას მომავალ კვირაშიც შეინარჩუნებს, ის არა-სადღესასწაულო სიმღერებს შორის ისტორიაში, აბსოლუტური და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

ცნობისთვის, Choosin’ Texas ელა ლენგლის ყველაზე წარმატებული სინგლია, რომელიც მან 2025 წლის 17 ოქტომბერს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომიდან – Dandelion. სიმღერა კლასიკური ქანთრისა და თანამედროვე პოპ-მუსიკის ნაზავია და 2026 წლის „ზაფხულის ჰიტი“ გახდა. სიმღერა მოგვითხრობს ტენესელი ქალის ისტორიას, რომელიც თავის შეყვარებულს მშობლიურ შტატში, ტეხასში მიჰყვება. ის რეალურ დროში აცნობიერებს, რომ მამაკაცის გული კვლავ „მარტოხელა ვარსკვლავის შტატს“ (ტეხასს) ეკუთვნის, რაც კლასიკური მასშტაბის გულისტკივილს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები