LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელა ლენგლი ACM Awards-ის ტრიუმფატორი ზედიზედ მეორედ გახდა

117
photo-collage.png

17 მაისს, ლას-ვეგასში, ქანთრის მუსიკის აკადემიის 61-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას, შანაია ტვეინი გაუძღვა.

ტრიუმფატორი მომღერალი ელა ლენგლი გახდა, რომელმაც 5 ჯილდო მოიპოვა, მთავარი ტიტული — წლის შემსრულებელი კი, კოდი ჯონსონმა დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ელა ლენგლი ACM Awards-ის ტოპ გამარჯვებულად, ზედიზედ მეორედ იქცა. საღამოზე არტისტი სიმღერის – Be Her პერფორმანსით წარდგა.

მთავარი გამარჯვებულები:

წლის შემსრულებელი: კოდი ჯონსონი

წლის ქალი შემსრულებელი: ელა ლენგლი

წლის მამაკაცი შემსრულებელი: კოდი ჯონსონი

წლის ალბომი: Parker McCollum – პარკერ მაკკოლუმი

წლის საუკეთესო სიმღერა და სინგლი: Choosin’ Texas – ელა ლენგლი

საუკეთესო ახალბედა ქალი არტისტი: ეივერი ანა

საუკეთესო ახალბედა მამაკაცი არტისტი: ტაკერ უეტმორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები