12 მარტს, BBC Radio 1-ის Live Lounge-ში პერფორმანსისას, ჰარი სტაილზმა ინგლისური პოპ როკ ბენდის – Tears for Fears საკულტო ჰიტი – Everybody Wants to Rule the World დააქვერა.
სტაილზმა 1985 წლის სიმღერა ორიგინალისადმი პატივისცემით, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით იმღერა, რასაც თავად ჯგუფი დადებითი შეფასებით გამოეხმაურა.
იმის გათვალისწინებით, რომ Live Lounge-ის სესიები ჩვეულებრივ ახალი სინგლის ან ალბომის რელიზს ემთხვევა, ეს გამოსვლა არტისტის ახალი მუსიკალური ეპოქისა და ალბომის — Kiss All the Time. Disco, Occasionally პრომოკამპანიის ნაწილი იყო.
ქავერის გარდა, მან ახალი ალბომიდან ოთხი სიმღერა შეასრულა: American Girls, Aperture, Carla’s Song და Dance No More.
ჰარი სტაილზის ახალი ალბომი და საკონცერტო ფილმი გამოვიდა
შეგახსენებთ, რომ ჰარი სტაილზმა მეოთხე სტუდიური ალბომი 6 მარტს გამოუშვა, მის პარალელურად კი დისკის მეორე სინგლად – American Girls წარადგინა.