LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამამი და დინამიკური – ჰარი სტაილზმა ახალი კლიპი გამოუშვა

129
photo-collage.png (2)

ჰარი სტაილზმა მეოთხე სტუდიური ალბომიდან, Kiss All the Time. Disco, Occasionally სიმღერაზე – Dance No More კლიპი გამოუშვა. ვიდეო გადაიღო რეჟისორმა, კოლინ სოლალ კარდომ, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Charli XCX და Robyn.

მუსიკალური რგოლი საკმაოდ თამამი და დინამიკურია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტია კადრი, სადაც ჰარი მიკროფონს ენას უსვამს.

სიმღერა და კლიპი ასახავს ზღვარის წაშლას შემსრულებელსა და აუდიტორიას შორის. სპორტული დარბაზის სივრცე, სადაც სიუჟეტი ვითარდება, კულმინაციურ ნაწილში ერთიანობისა და თავისუფლების ნიშნად, ნამდვილ დისკო-წვეულებად გარდაიქმნება.

ვიზუალურ ნამუშევარში სტაილზს აცვია მარკ ჯეიკობსის კოსტიუმი, წითელი მოკლე შორტი და დრის ვან ნოტენის თეთრი კედი.

შეგახსენებთ, რომ ჰარი სტაილზმა მეოთხე სტუდიური ალბომი 6 მარტს გამოუშვა, მის მხარდასაჭერად კი 16 მაისს ტურნეს დაიწყებს.

ჰარი სტაილზის ახალი ალბომი და საკონცერტო ფილმი გამოვიდა

ჰარი სტაილზმა ტურნე დააანონსა – არტისტი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები