LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანაია ტვეინმა ახალი ალბომი დააანონსა

144
photo-collage.png (6)

შანაია ტვეინმა ახალი დისკი დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ არტისტი მეშვიდე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით Little Miss Twain, 24 ივლისს გამოუშვებს.

მომღერლის თქმით, ეს ალბომი მისი ყველაზე პირადი და ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რომელიც ეძღვნება მის ფესვებს, ბავშვობას ჩრდილოეთ ონტარიოში და დედამისს. ის ასახავს მის მოზარდობის პერიოდს და იმ მუსიკალურ გავლენებს, რომლებმაც მისი კარიერა ჩამოაყალიბა.

ალბომის ლიდ სინგლი – Dirty Rosie უკვე გამოვიდა და მასში მუსიკოსისთვის დამახასიათებელი ,,ვესტერნ” ჟღერადობა იგრძნობა.

ცნობისთვის, შანაია ტვეინის ახალი ალბომი მოჰყვება 2023 წლის მუსიკალურ პროექტს – Queen of Me.

შანია ტვეინი ქანთრის მუსიკის აკადემიის დაჯილდოებას წაიყვანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები