დღეს „სარაჯიშვილი“ სარეკლამო კამპანიიდან კირა ანდრონიკაშვილის კადრები გავრცელდა, 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა.
კინომსახიობი ფოტოებში ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.
როგორც ცნობილია, მის ჩაცმულობასა და იმიჯზე დიზაინერმა ქეთევან ხერხეულიძემ იმუშავა.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება კადრები, როგორ იღებდნენ კინომსახიობს „სარაჯიშვილის“ რეკლამაში. აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში ბახვა ბრეგვაძემ გაავრცელა.