LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტის „FinExCoop საქართველო“ ფარგლებში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

116
New Project

საქართველოში პროექტის „ფინანსური და საექსტენსიო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) ფარგლებში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის განვითარება საქართველოში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან“ გაიმართა, რომელზეც კოოპერატივების განვითარების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პერსპექტივები და საერთაშორისო კოოპერატიულ საზოგადოებასთან დაახლოების გზები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პროექტის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა.

პროექტი „FinExCoop საქართველო“, რომელიც ქვეყანაში კოოპერატივების გაძლიერებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას უწყობს ხელს, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან (MERCY CORPS), სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და Chambre Agriculture de Loiret-თან ერთად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g