LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვიტოვეს ბევრი სითბო, სიყვარული და სიხარული“ – შოტლანდიის ნაკრების საგულშემატკივროდ საქართველოში ჩამოსულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბავშვთა ჰოსპისს 4 500 გირვანქა სტერლინგი შესწირა

196
Untitled design

საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩზე, საქართველოში შოტლანდიის ნაკრების ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა.

მათ შორის იყო საქველმოქმედო ორგანიზაციაც, რომელიც დღეს ბავშვთა ჰოსპისს, „ციცინათელების ქვეყანას“ ეწვია და 4 500 გირვანქა სტერლინგი შესწირა:

„საოცარი დღე იყო გუშინ. საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტარტან არმი სანშაინ აპილის“ წარმომადგენლებს ჰოსპისში ვუმასპინძლეთ.

გვეწვივნენ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.

გვიამბეს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია 20 წლის წინ დააარსეს, შემოწირულობებს სამშობლოში აგროვებენ და საქველმოქმედო აქტივობას ყველა იმ ქვეყანაში მართავენ, სადაც მათი გუნდი გასვლით მატჩს ატარებს.

ამჯერად არჩევანი „ციცინათელების ქვეყანაზე“ შეაჩერეს და ჩვენს ჰოსპისს 4 500 გირვანქა სტერლინგი შესწირეს.

დაათვალიერეს ჩვენი შენობა, გაიცნეს ჩვენი ბავშვები და შოტლანდიურ ინსტრუმენტზე მშობლიური ჰანგებიც შეგვისრულეს. დაგვიტოვეს ბევრი სითბო, სიყვარული და სიხარული, რომ მეგობრების არმიის კეთილ საქმეებს საზღვრები არ აქვს“, – წერია ბავშვთა ჰოსპისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ENG ?

✨ საოცარი დღე იყო გუშინ.

საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა…

Posted by ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World on პარასკევი, 17 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, საქართველო-შოტლანდიის შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g