ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მერმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ყაზბეგის მერი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება მისი სახელის შელახვას ისახავს მიზნად:
„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი – სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები.
ამ ბრალდებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად.
აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – წერია ბაკურ ავსაჯანიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
? მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს…
Posted by ბაკურ ავსაჯანიშვილი / Bakur Avsajanishvili on სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2023
