„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ ტურში თედო ბექაურმა და ანა ბირთველიშვილმა „ჩა ჩა ჩა“ შეასრულეს.
„ძალიან ვნერვიულობდი, სცენაზე რომ გავედი, თითქმის ყველაფერი დამავიწყდა“. – აღნიშნა თედომ ცეკვის დასრულების შემდეგ.
საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასების მიუხედავად თედომ ჟიურისკან დადებითი შეფასება დაიმსახურა. მაყურებლის მხარდაჭერით კი შემდეგ ტურში გადავიდა.
თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ცეკვას სოციალურ ქსელშიც დადებითად აფასებენ.
„საუკეთესო წყვილი“,
„გამარჯვებას იმსახურებთ“. – წერენ სოციალურ ქსელში.
„თუ ადამიანი ბედნიერებას ვერ განიცდის, მაშინ ტყუილად უცხოვრია..“ – თედო ბექაური