LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვენტუსის ტრიუმფი: იტალიაში საუკეთესოები გამოავლინეს

47

იტალიის სერია ა-ს 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი.

მილანში გამართული დაჯილდოვების ცერემონიალი ტურინის “იუვენტუსისათვის” ტრიუმფით დასრულდა. “ბიანკონერის” კიპერი ჯიჯი ბუფონი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო სიმბოლურ გუნდში “იუვენტუსის” 7 ფეხბურთელი მოხვდა. ამასთანავე, “იუვენტუსმა” გასული სეზონის საუკეთესო გუნდის წოდება მიიღო.

2016/2017 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ბუფონი, დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი, ალექს სანდრო, მირალემ პიანიჩი, გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა. დარჩენილი 4 პოზიცია კი “ნაპოლის” და “რომას” ფეხბურთელებმა შეავსეს – კალიდუ კულიბალი, რაჯა ნაინგოლანი, მარეკ ჰამშიკი, დრის მერტენსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები