LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა უფლება“ – ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

308
--2023-11-29_14-19-16_848864

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.

საქართველოს პროკურატურამ კაცს ბრალი საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარედგინა.

„ოჯახში კონფლიქტის გამო ქალმა პოლიციაში უჩივლა.. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“ – რას ამბობს საგარეჯოში ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება.

აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დააკავეს კაცი, რომელმაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა

მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის „თ“ , „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

? საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

? ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-sagarejos-raionshi-momxdari-damamZimebel-garemoebashi-ganzrax-mkvlelobis-da-ganzrax-mkv

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Friday, 1 December 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g