LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს კაცი, რომელმაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა

185
Untitled design (1)

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მისი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g