LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უძველესი ვისკის ბოთლი აუქციონზე გაიყიდა

153
9845c1014171c8c89e3d7a15316c55a7

მსოფლიოში უძველესი შოტლანდიური ვისკის რამდენიმე ბოთლი აუქციონზე გაიყიდა, თითო 13 ათას ფუნტად. როგორც გამოცემა Rotherham Advertiser აზუსტებს, სასმელი ერთი წლის წინ შოტლანდიურ სასახლეში, ბლერში იპოვეს.

თავდაპირველად აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ თითოეული ბოთლის მინიმუმ 10 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდვას შეძლებდნენ. თუმცა, როცა ვაჭრობა დაიწყო ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ეტაპზე ყველა ბოთლი არ არის გაყიდული და აუქციონის დასრულებისთვის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

უნიკალური სასმელი 1830-იან წლებშია დამზადებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასმელი ბოთლებში 1841 წელს გადაასხეს, 1932 წელს კი ბოთლები კიდევ ერთხელ შეუცვალეს. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად და როდის დამზადდა ვისკი სამწუხაროდ, არ არსებობს.

ვისკი ბლერის სასახლის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ რამდენიმე ბოთლს არ გაყიდიან და ექსპოზიციის ნაწილად აქცევენ, რათა ვიზიტორებმა ამ სასმლის უნიკალური წარმომავლობის შესახებ მეტის გაგება შეძლონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები