LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს

143
ლევანი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.2% შეადგინა, 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 6.9%-ია.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, როგორია სხვა ქვეყნების  ეკონომიკების ზრდა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მისი განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მაღალი საინვესტიციო აქტივობით, ასევე, ეკონომიკური აქტივობით საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში.

„ვფიქრობ, ეს მონაცემები წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე კვარტლის შედეგები ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, რომლის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით 143.8 მილიარდი ლარი შეადგინა,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა და 757.9 ათასი შეადგინა, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, მისი განცხადებით, შრომის ანაზღაურება თვიურ ჭრილში 17.1%-ით გაიზარდა, შესაბამისად, პირველად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი 2000 ლარს გადაცდა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, მან ნოემბერში 0.1% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g