LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3 000 ვაკანსია გამოცხადდება

106
ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3 000 ვაკანსია გამოცხადდება.

ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

„პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ, დაახლოებით, 3 000 ვაკანსიას სტაჟირებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. წინა სტაჟირების მონაცემები რომ გითხრათ, თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმება უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება.

მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, რომ გაეზარდათ თავდაპირველი კვოტები სტაჟირების მიმართულებით და კიდევ ერთხელ, აქედანაც მოვუწოდებთ, მაქსიმალურად ჩაშალონ ეს ყოველი სოფლის და დასახლების დონეზე, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში და საკუთარ რაიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“.