„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, თანაგუნდელებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდა ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვედროდა და საქართველოზე ესაუბრა.
ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი – მაიკ პენსია.
გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე“. – წერს ლევან ხაბეიშვილი.