გამოცდილმა ბორტგამყოლმა თვითმფრინავის სალონში ყველაზე ბინძური ადგილები დაასახელა და ეს სია პორტალმა Travel and leisure-მ გაავრცელა.
იმ ნივთებს შორის, რომელზე ყველაზე მეტი ბაქტერია გროვდება, ბარგის დასაწყობი თაროები მოხვდა. ბორტგამყოლმა და ბლოგერმა ჟოზეფინა რემომ განმარტა, რომ ამ ადგილებს მილიონობით ადამიანი ეხება და თან მათ იშვიათად ასუფთავებენ. ჟოზეფინა მოგზაურებს ურჩევს, რომ თაროზე ხელბარგის მოთავსების შემდეგ აუცილებლად გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალება.
საჰაერო ხომალდში კიდევ ერთი ძალიან დაბინძურებული ადგილი – სავარძლის ჯიბეში მოთავსებული უსაფრთხოების ინსტრუქციაა. მანამ სანამ მას ხელში აიღებთ, უმჯობესია კარგად გაისუფთაოთ და კითხვას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ.
გარდა ამისა, მგზავრებმა ხელი უნდა გაიწმინდონ გადმოსაწევ მაგიდებთან, ტუალეტის კარებთან და სავარძლის საზურგესთან შეხების შემდეგაც.