თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ესტონეთის ქალაქ ტარტუში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია ასაკობრივ კატეგორიაში, ისტორიაში პირველად, ქართველი ძალოსანი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა“, – ნათქვამია განცხადებაში.