LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გბ 1 ლარად – შეთავაზება hi app-ის მომხმარებლებისთვის

533
app

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისიმ ცოტა ხნის წინ ახალი აპლიკაცია – hi app შექმნა, რომლის საშუალებით  მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ შვილის ფინანსები და ნახონ ტრანზაქციები.

რამდენიმე დღეა, რაც მოსწავლეებს hi app-იდან შეუძლიათ 1 ლარად შეიძინონ 5 გბ ინტერნეტი.  შეთავაზება მოქმედებს მაგთის, სილქნეტის და სელფის აბონენტებისთვის. hi app-ის მომხმარებლებს შეთავაზების გააქტიურება მხოლოდ საკუთარ ნომერზე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ hi app-ით მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა:

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების მიღება
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის გაკონტროლება

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

გადმოწერე hi app აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები