იტალიის ნეაპოლში გაიხსნა ფესტივალი, რომელსაც „საშინელებათა პიცერია“ უწოდეს. ამის შესახებ იტალიის სოფლის მეურნეობის ასოციაციის საიტი Coldiretti წერს.
ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ეგზოტიკური და ძალიან უცნაური პიცის სახეობები, რომელიც იტალიელებს ძალიან აღიზიანებთ. ასე მაგალითად, ექსპონატთან შორის იყო პიცა ჰონკონგიდან – რეპტილიის ხორცით. ხოლო ვიეტნამურ, ტაილანდურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დამზადებულ პიცებში მწერებს და ხოჭოებს იყენებენ. ავსტრალიური პიცა კენგურუს და სირაქლემას ხორცისგან შედგება, ხოლო სამხრეთ აფრიკაში ზებრას ხორცსაც ეძალებიან.
ამერიკულ პიცაში ფესტივალის სტუმრებმა ქათამი, ანანასი და ყველიანი მაკარონი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შიგთავსი ჰქონია შვედურ პიცას, სადაც თაფლიან ინდაურს, კომბოსტოს სალათას, შოკოლადს და ხილს ამატებენ.
პ
ამასთან, გამოკითხვამ აჩვენა რომ იტალიელთა 14% პიცის საზღვრებს გარეთ ჭამის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, გამოკითხულთა 26% კი აცხადებს რომ უცხოურ პიცებს ვერ ენდობა და მათი გასინჯვის სურვილიც კი არასდროს ჰქონია.