გადაცემა „ნოესთან“ სტუმრად მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი იმყოფებოდა.
ნოე სულაბერიძის კითხვაზე: ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი რა დაგრჩათ თქვენ შვილთან, ნანა ფაჩუაშვილი პასუხობს:
„იცი რა მაიმედებს, რომ არაფერი დამიკლია მისთვის. გაუკეთებელი გავაკეთე, ხვდები? არ მაქვს ხინჯად, „ეს ვერ შევძელი -მეთქი“, პირიქით, თამაზი იტყოდა ხოლმე, „სუპერ დედა მყავსო“, რატომ? იმიტომ რომ ისეთ საქციელებს ჩავდიოდი, მას რომ სჭირდებოდა“. – ამბობს ნანა ფაჩუაშვილი და ცრემლებს ვერ იკავებს.