LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა, რომელიც აეროპორტში აგვიანებდა, რეისზე მისასწრებად ტაქსი გაიტაცა

125
attachment-Untitled-design-1810

თვითმფრინავის მგზავრმა ტაქსისტი მოატყუა და მისი მანქანა გაიტაცა, რათა აეროპორტში დროულად მისულიყო. ისტორიის დეტალებს ტელეარხი Fox 7 ავრცელებს.

ინციდენტი ოსტინში, აშშ-ში მოხდა. 27 წლის ნეუშა აფკამიმ Uber გამოიძახა, რათა აეროპორტში მისულიყო. გოგონა გზაში ძალიან აღელვებული იყო და მძღოლს შესჩიოდა, რომ ძალიან ნელა მიდიხარო.

მოულოდნელად ნეუშამ ტაქსისტს ტელეფონი გამოსტაცა და ფანჯრიდან გადაუგდო. მამაკაცს გაჩერება და მანქანიდან გადასვლა მოუწია. კანონდამრღვევმაც ამით ისარგებლა და სასწრაფოდ წავიდა. მოგვიანებით აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გატაცებული Uber ტერმინალის პარკინგთან იპოვეს.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ქალი თვითმფრინავში მაინც ვერ მოხვდა: პოლიციამ ის ჩასხდომამდე დააკავა. აღმოჩნდა, რომ მგზავრმა ტაქსისტის საფულეც აიღო და აეროპორტში მისი ბარათით სცადა გადახდა. მთლიანობაში ქალმა 120 დოლარის დახარჯვა მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები