LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც გვითხრეს მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე

136
ირაკლი კობახიძე

„როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ჩვენ მანამდე და უფრო ადრეც ვიქნებით მზად, რათა საქართველოსთვის მოლაპარაკებები გაიხსნას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საამისოდ დაწყებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება.

პაველ ჰერჩინსკი: კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია

„თავიდან ბოლომდე, უფრო ადრეც ვიქნებით ჩვენ მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე გახსნილია მოლაპარაკებები.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ დეკემბრისთვის ვიქნებით თავიდან ბოლომდე მზად მოლაპარაკების გასახსნელად“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g