LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამისმა ტირილით მიპასუხა…ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი” – რას ჰყვება მარიამ სირბილაძის უახლოესი მეგობარი მის გარდაცვალებაზე

895
ფორტუნა (30)

ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გუშინ 18 დეკემბერს გარდაიცვალა. მა­რი­ა­მი იტა­ლი­ა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ჰყვე­ბო­და იმ მძი­მე დღე­ებ­ზე, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ამ­ხნე­ვებ­და ყვე­ლას და იტა­ლი­ა­ში იმ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა.

მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ იბ­რძო­ლა, იმე­დი არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს და სა­ბო­ლო­ოდ, “სიკ­ვდი­ლი მოკ­ლა”. ის ყო­ველ­თვის ამ­ხნე­ვებ­და იმ ქა­ლებს, ვინც ახლა გა­დის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლე­ბის წინ გა­და­ლა­ხა. მარიამს 2 შვილი დარჩა.

kvirispalitra.ge დაუკავშირდა EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილს, რომელიც მარიამის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.

„მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით. ამბობდა კიდეც, ცოტა დავაგვიანეთო მკურნალობა, ანალიზების გაკეთება დაიწყო, ორი დღის წინ ვისაუბრეთ მესენჯერით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ძალიან გავბრაზდი, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი, მესენჯერში გადავურეკე, რამ გადარია ეს ხალხი, რას მწერენ, რატომ გადაირივნენ, ადამიანები მეკითხებოდნენ, რა მოხდა და რომ დავრეკე, დედამისმა ტირილით მიპასუხა, მერე არაფერი მახსოვს“. – ამბობს ანა.

ინტერვიუ იხილეთ სრულად:

„ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს.. გვემახსოვრება გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა.. ყოველთვის ლამაზი და მოკაშკაშე მზე.. ცაზე ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი გაანათებს დღეიდან“ – მარიამ სირბილაძის მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g