LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს.. გვემახსოვრება გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა.. ყოველთვის ლამაზი და მოკაშკაშე მზე.. ცაზე ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი გაანათებს დღეიდან“ – მარიამ სირბილაძის მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

987
Untitled design (3)

იტალიაში მცხოვრები ქართველის მარიამ სირბილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი მეგობარი მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გულის შეტევით გარდაიცვალა

“მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…არ უნდა შეგვეშინდეს, ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს” – მარიამ სირბილაძემ სიმსივნე დაამარცხა

„ჩემი სუპერ გმირი ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს… აი ასე ადგა და დამტოვა… ჩემი სუპერ მარუ, რომელიც მაგალითი იყო ჩემთვის! მაგალითი როგორ უნდა ებრძოლო ყველაზე საშინელ დაავადებას და როგორ უნდა მოიგო ეს ომი! მაგალითი როგორ უნდა გიხაროდეს სიცოცხლე და ანათებდე ყოველთვის. წლების წინ გავიცანი ჩემი პირადი სუპერ გმირი მარუ… იქიდან შემიყვარდა უზომოდ! განსაკუთრებით ვუგებდით ერთმანეთს. ჩემი მარუ აღარაა. აღარავინ მომწერს “მიყვარხარ მარუუუუ.” ? აი ასე აღარაა…

ვინც ვიცნობდით მარუს გვემახსოვრება გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა ყოველთვის ასე დარჩება მარუ. ყოველთვის ლამაზი და მოკაშკაშე მზე. მზე რომელიც უკვე ჩემი ვარსკვლავია და ცაზე ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი გაანათებს დღეიდან.

Mariam Sirbiladze ბევრჯერ მითქვამს და გეტყვი ახლაც მიყვარხარ ჩემო სუპერ გმირო. ვიცი გესმის… ისიც ვიცი რომ ყოველთვის ჩემთან იქნები და ამას სულ ვიგრძნობ. რომ გცოდნოდა ახლა როგორ მტკივა ვიცი რომ დარჩებოდი და არ დამტოვებდი“, – წერს მარიამ ჩხეიძე.

მარიამ სირბილაძე: „კი, თავიდან ვიბადებით და კი, განსაკუთრებულად ლამაზები ვართ კიბოს შემდეგ…“

მარიამ სირბილაძე: „ბოლო სიტყვები იყო: „ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ!“, მერე თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს… ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან…“

დაკვირვებიხართ? კიბოს რომ დაამარცხებს ადამიანი რანაირად ლამაზია? ჩვეულებრივად ლამაზი არა, რაც დრო გადის გაზაფხულივით ისხამს სიცოცხლეს, აყვავილდება ხოლმე: მარიამ სირბილაძე

 

ჩემი სუპერ გმირი ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს… აი ასე ადგა და დამტოვა… ჩემი სუპერ მარუ, რომელიც მაგალითი იყო ჩემთვის!…Posted by Mariam Chkheidze Cule on Monday, December 18, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g