LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-მ 3D პრინტერზე ყველაზე დიდი ტიტანის დეტალი დაბეჭდა

57

კომპანია Bugatti-იმ, რომელიც Volkswagen-ის ჯგუფში ერთიანდება, წარმოადგინა სამუხრუჭე სუპორტი, რომელიც 3D პრინტერზეა დაბეჭდილი.

სუპორტის სიგრძე 41 სანტიმეტრია, სიგანე 21 სანტიმეტრი, სიმაღლე კი 13,6 სანტიმეტრი. 3D სუპორტის დასამზადებლად, გამოყენებულია შენადნობი, რომელსაც აეროკოსმოსურ სფეროში იყენებენ.

Bugatti-ის პარტნიორი კომპანია Laser Zentrum Nord-ია. სწორედ ეს კომპანია ფლობს მსოფლიოში უმსხვილეს 3D პრინტერს,რ ომესაც ტიტანთან მუშაობა შეუძლია. სუპორტის დაბეჭდვის პროცესს 45 საათი სჭირდება. ამ დროში, ოთხი 400 ვატიანი ლაზერი ტიტანის ფხვნილისგან 2213 ფენას ამუშავებს და დეტალს წინასწარ მიცემული პროგრამის მიხედვით ქმნის.

ამის შემდეგ სუპორტმა თერმო დამუშავება გაიარა, რომ დეფორმაციის მიმართ მდგრადობა გამოიმუშავოს, შემდეგ არის ქიმიური და მექანიკური დამუშავება, რომელიც 11 საათის განმავლობაში გრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები