საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გერმანული ტუნინგის ოქროს ხანა წარსულს ჩაბარდა – კანონები გამკაცრდა, მანქანების გადაკეთება გართულდა, თანამედროვე ტექნიკის მახასიათებლები აირ-დაირია..
ასეა თუ ისე ცვლილებები მოდაშია. თუმცა, ტუნინგის მოყვარულები არსად წასულან, ეს ნიშნავს რომ ყოველ წელს, წინასაშობაოდ ისინი ქალაქ ესენის მოტორ შოუზე იკრიბებიან. მიზანი თავისი ქმნილებების წარდგენა და კონკურენტების დათვალიერებაა. აქვე, ტრადიციულად გამოიფინება ხოლმე სპორტული ნაწილები, სარბოლო გუნდები, ტუნინგ ატელიეები და რესტავრატორები.
ჩვენს გალერეაში მოხვდა ყველაზე საინტერესო, ეფექტური და საყურადღებო ქმნილებები.