LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია, პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია“ – ზურიკო დავითაშვილი

5685
ფორტუნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ამჯერად ოჯახთან ერთად საფრანგეთში, ბორდოში იმყოფება.

ზურიკოს ბორდოში გადაცემა „ნოესთან“ ესტუმრა.

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებს:

„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე,  შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია, ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია.

ნია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – იხსენებს ზურიკო დავითაშვილი.

ვიდეო: „საუკეთესო ქმარი და მისაბაძი ადამიანია.. ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაკრებს დავხმარებოდი, რა თქმა უნდა, მინდოდა, მშობიარობის დროს იქ ვყოფილიყავი“ – საფრანგეთში მყოფი ზურიკო დავითაშვილის ოჯახური იდილია

magti 5g