LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჰარმონიას და ბალანსს მოგვიტანს.. დრაკონს ძალიან უყვარს მარგალიტები.. მნიშვნელოვანი სიმბოლოა ბროწეულიც“ – ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს, რა ფერებით შევიმოსოთ ახალ წელს და როგორ გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა 

454
Untitled design (4)

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელიწადია.

რა ფერებში გამოწყობილები უნდა შევხვდეთ დრაკონის წლის დადგომას, როგორ უნდა გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა, რა სახის საკვებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რა სიმბოლოები უნდა განვათავსოთ ნაძვის ხესა და მაგიდაზე – ამ თემებზე ფენ შუის სპეციალისტი, საქართველოს ფენ შუის ასოციაციის დამფუძნებელი, თიკა ქოქაშვილი „ფორტუნას“ მკითხველს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.

2024 წლის აქტუალური ფერები..

„რადგან მომავალი წელი მწვანე ხის დრაკონის წელიწადია, ძალიან აქტუალური იქნება მწვანე ფერი. აქტუალურია წითელი ფერიც, ამასთან, მომავალი წლის ფერი იქნება ლურჯი და ცისფერი. ამიტომ შეგვიძლია ამ ფერის სამოსით შევიმოსოთ და სუფრაც ამ ფერებში გავაწყოთ.

საუკეთესო კომბინაცია იქნება ლურჯისა და წითლის შეხამება, რადგან ორი სხვადასხვა ენერგია – წყალი და ცეცხლი, ერთმანეთს აქრობს და ეს ჰარმონიას და ბალანსს მოგვიტანს.

სადღესასწაულო სუფრაზე აკრძალულია კურდღლის ხორცი, დაშვებულია ხორცეული, რეკომენდაციას კი უპირატესად ფრინველის ხორცს ვუწევთ.

სასურველია, სუფრაზე მაქსიმალურად ბევრი ხილი და ტკბილეული იყოს. ძალიან კარგია, თუ გვექნება ბრინჯისგან დამზადებული რაიმე პროდუქტი, ასევე, მწყრის კვერცხით გაფორმებული სალათები.

სუფრაზე განვათავსოთ ცოცხალი ბრინჯი, ის ბარაქის სიმბოლოა, ბრინჯთან ერთად ასევე მისაღებია ხორბალიც.“

დრაკონი და მარგალიტები..

„დრაკონს ძალიან უყვარს მარგალიტები. შეიძლება ნამდვილი მარგალიტები არ გვქონდეს, თუმცა შესაძლებელია იმიტაცია – დეკორატიული მარგალიტები შეგვიძლია გამოვიყენოთ სამოსზე სამკაულად, ასევე შეგვიძლია, მარგალიტის მსგავსი ნივთები სუფრაზეც დავალაგოთ.

 

 

ბროწეული – მნიშვნელოვანი სიმბოლო..

„ძალიან აქტიური იქნება ბროწეულის სიმბოლო, ასე რომ, კარგი იქნება, თუ სუფრაზე გექნებათ.

ბროწეული ნაყოფიერების, კეთილდღეობის, სიმდიდრის სიმბოლოა, 2024 წლისთვის ის ჩვენს ოჯახებში ხვავის, ბარაქის და სიკეთის მომტანი იქნება.

 

 

სანთლები სადღესასწაულო სუფრაზე..

„აუცილებლად ავანთოთ სანთლები, სუფრაზე დაშვებულია 9 სანთელი. აუცილებელი არ არის, ერთ ღამეში ჩაიწვას, შეგიძლიათ, მომდევნო დღესასწაულებზე, მათ შორის, შობის დღეს აანთოთ“

ფრინველის ბუმბულები დეკორაციად..

„2024 წელს აქტუალურია ფრინველის ბუმბულები. მაგალითად, თუ გექნებათ, გამოიყენეთ ფარშევანგის ლამაზი ბუმბულები. ნაძვის ხის, ოთახის მოსართავად გამოიყენეთ სიმბოლური ჩიტები, რომლებიც სასიხარულო ამბებს მოგვიტანს.

და ბოლოს, რადგან მწვანე დრაკონის წელი მოდის, ახლა უპირატესად სწორედ მწვანე დრაკონის სიმბოლოს ყიდულობენ, თუმცა დაშვებულია ოქროსფერი დრაკონიც, რომელსაც კისერზე მწვანე ლენტი უნდა გავუკეთოთ.

2023 და 2024 წლის სიმბოლოები – კატა-კურდღლის და დრაკონის ფიგურები სუფრაზე ერთად განვათავსოთ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g