ფენ შუის მიხედვით მარტის თვის პროგნოზს გვთავაზობს ფენ შუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი. ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აღმოსავლური კალენდრით, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის შესაბამის რეკომენდაციებს გვიზიარებს.
ვირთხის წელიწადში დაბადებულებს აქვთ რეკომენდაცია, რომ ამ თვეში უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე კანონის დარღვევასთან, კონფლიქტურ სიტუაციებთან. მათ შეუძლიათ, სათავისოდ გამოიყენონ ამ თვის ენერგია, ძალიან კარგია კარიერულად.
ხარისთვის არის საინტერესო პერიოდი, კარიერული თვალსაზრისით, გასაუბრებები ახალ სამსახურში სასიკეთოდ წარიმართება.
ვეფხვის წელიწადში დაბადებულებს აქვთ ძალიან კარგი თვე, ფინანსური ენერგიები ტრიალებს. ორი-სამი წლის წინ თუ რაღაც არ გამოსდიოდათ, შეუძლიათ, მარტის თვეში წარმატებას მიაღწიონ.
კატა-კურდღელმა ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს ყურადღება, გაუფრთხილდნენ სახსრებს. კარგი იქნება, თუ წინსწრებით შეემოწმებიან, თუმცა ფინანსური და კარიერული ენერგია კარგი აქვთ.
დრაკონი საკმაოდ ძლიერი ენერგიის მატარებელია, მათთან მოდის დამხმარე ენერგია, გამოუჩნდებათ ადამიანი, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში.
გველის წელიწადში დაბადებულებს აქვთ მოქნილი ენერგია, სიახლეებისთვის კარგი თვეა.
ცხენის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის გაფრთხილებაა ის, რომ არ უნდა დაიწყონ სიახლეები, განსაკუთრებით, ფინანსური კუთხით. რასაც ელოდებიან, ის შეიძლება, ვერ მიიღონ.
თხის წელიწადში დაბადებულებისთვის წარმატებისა და იღბლის პერიოდია. ჯანმრთელობის ენერგია აქვთ გაძლიერებული, მოლაპარაკებები, სიახლეები… ეს პერიოდი ამისთვის უნდა გამოიყენონ.
მაიმუნებსაც კარგი პერიოდი აქვთ, როგორც სამსახურებრივად, კარიერაში წინსვლისთვის, ასევე პირად ურთიერთობებში, ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო სფერო, არამედ ზოგადად, გარემო და კოლეგები. თუ სიტუაცია არეული ჰქონდათ, შეუძლიათ, ეს პერიოდი მოლაპარაკებისთვის გამოიყენონ.
მამლებისთვის ფინანსების დასაბანდებლად კარგი პერიოდია. მიიზიდავენ წარმატების ენერგიას. ახალი საქმეები, დაბანდებები, ეს ყოველივე კარგი იქნება.
ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებთან შრომით მოდის ფული, ბევრი მოძრაობა დასჭირდებათ… ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ყურადღება და ექსტრიმისგან თავი შეიკავონ.
ტახებისთვისაც ფინანსურად და კარიერულად წარმატებული პერიოდი, თუმცა უნდა გააკონტროლონ გარემო და სწრაფი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.
