LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„40 წელი და ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა.. არასოდეს მქონია საშუალება, დაბადების დღე მომელოცა“ – ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

4274
ing (1)

ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას წყვილი საზოგადოებამ მათი გამორჩეული სიყვარულის ისტორიით გაიცნო და ისინი ძალიან შეიყვარა.

წყვილი ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა და ახლა მატ ბედნიერ ამერიკულ ცხოვრებას გამომწერები სოციალური ქსელით ადევნებენ თვალს.

„ესეც ჩვენი პირველი ახალი წელი 40 წლის შემდეგ..პატარა ამბიცია გაგვიჩნდა, მსგავსი ფოტოსესია მომავალში სოხუმშიც ჩავატაროთ“ – სოხუმელი წყვილის ახალი ფოტოები გულს გაგითბობთ

ემზარ ჯღარკავას, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, ნინო კვარაცხელია ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„როცა სოხუმში ვცხოვრობდით, არასოდეს მქონია საშუალება შენთვის 2 იანვარს მიმელოცა დაბადების დღე. აბედათში ყოფნას ემთხვეოდა სულ, ჰოდა, აგერ 40 წელი და ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა, სანთლები და ჩაქრობა და რამე.

20 წუთი ვეხვეწებოდი, ჩააქრე-მეთქი, სულ საათნახევარი მქონდა დრო, რაში გამოვაცხვე, როგორ ავთქვიფე, რები ვიჩიხლიფორთე, მე თვითონ მიკვირს.

რაც კი რამე ხელთ მომხვდა, მოვაყარე და მოვრთე. ჰოდა, ასე ტკბილად დამიბერდი, მეც დაგეწევი 16 დღეში. ვიყოთ, ვიხალისოთ და ჩვენი კეთილმოსურნეებიც გავახალისოთ. მიყვარხარ, მეიმედები, მადლობა, რომ დაიბადე“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

 

როცა სოხუმში ვცხოვრობდით, არასოდეს მქონია საშუალება შენთვის 2 იანვარს მიმელოცა დაბ.დღე?აბედათში ყოფნას ემთხვეოდა სულ…

Posted by ნინო კვარაცხელია on ორშაბათი, 01 იანვარი, 2024

 

„ნინოს შემდეგ ქალის სიყვარული არ განმიცდია.. 40 წელი გავიდა, მაგრამ შეხვედრის დღეს, ისევ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება“ – წყვილი, რომელმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა – ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია

ვიდეო: „ისეთივე შეყვარებულები ვართ, როგორიც 15-16 წლის ასაკში.. ზუსტად ისე ვცელქობთ, როგორც მაშინ. გიყვარდეთ გულწრფელად და არ მოგერიდოთ, ერთმანეთს უთხრათ – მიყვარხარ“ – ემზარ ჯღარკავა აშშ-ში ნინო კვარაცხელიასთან ჩავიდა | 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია განახლდა

„უფრო და უფრო მენატრები“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი: რას წერს ქალი, რომელმაც სოხუმში 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული იპოვა

ნინო კვარაცხელია: „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება…რთული აღმოჩნდა ჩემთვის განსაცდელი, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია“

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g