LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: „კოვიდის ახალმა ვარიანტმა იფეთქა, აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.. გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს?“

1668
ing

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ვარიანტის – JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.

როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.

„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა რომ არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.

როდესაც თავი ამოყო, გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი.

ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.

რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.

ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.

იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისათვის, JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.

როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g