LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის მოსახლეობის 61% თვითმართვად ავტომობილებს ელოდება

82

ამერიკული კომპანია Ford-ის სპეციალისტები ინტერნეტში მომხმარებელთა სურვილების კვლევის ახალ ანგარიშს აქვეყნებენ.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანები ინტერესს ხელოვნური ინტელექტის მიმართ იჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო ავტომობილებისთვის არ არის მომზადებული ინფრასტრუქტურული ობიექტები და კანონმდებლობა, სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია ახალი თვითმართვადი ავტომობილის გამოჩენის შესახებ.

უცნობია, როდის გამოუშვებენ ასეთ ავტომობილებს, მაგრამ ფაქტია, რომ მომავლის გამომგონებლები ამას ეჭვქვეშ არ აყენებენ. როგორც Ford-ის ანალიტიკოსები ამბობენ, გამოკითხული ზრდასრული ადამიანების 61% ფიქრობს ასე. რესპოდენტების უმრავლესობა გზებზე ავტონომიურად მართვად ტრანსპორტს ელოდება. საინტერესოა, რომ, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ჩინეთში და ბრაზილიაში ფიქსირდება, გერმანიასა და ბრიტანეთში კი ამ მოვლენას უარყოფითად უყურებენ. რესპოდენტების 52% ირწმუნება, რომ ხელოვნურ ინტელექტს დიდი ზიანი მოაქვს.

ავტოპილოტის დანერეგვა ანერვიულებთ ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებსა და ბრიტანეთს. ჩინეთში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ – გამოკითხულთა 72% ირწმუნება, რომ უპილოტო ავტომობილი კაცობრიობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები