„უგუნური ფრაზა გაჟღერდა, თამრიკო მგალობელი არ არისო. აბა, ვინც გალობს, რეპერია?“, – განაცხადა მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აღარ გალობს წლებია სამების საკათედრო ტაძარში.
„ტვ პირველის“ ეთერში ჭოხონელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო „დასაჯეს“ და ამასთან, აღნიშნა, რომ ალბათ, მან უფრო ქრისტიანული ნაბიჯი გადადგა, „ვიდრე მათ.“
„მე როგორ უნდა დამსაჯონ, რომ გალობა ამიკრძალონ… სახლში ვგალობ. არც ამპარტავნება მალაპარაკებს და არც ხიბლში ვარ.
უბრალოდ, ადამიანის ჩაგვრას რომ ვერ დავუჭირე მხარი, ეს გახდა საბაბი, თურმე თამრიკო პროპაგანდას ეწევა.
ლაპარაკია იმ პერიოდზე, როდესაც 17 მაისის ღონისძების დროს დაინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. მე ვთქვი, რომ ეს დაპირსიპირებას გამოიწვევდა. ლგბტ ხალხი თუ არ მოგწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ უნდა დაჩაგრო.
ნებისმიერი ადამიანის გვერდით დავდგები, ვისაც დაჩაგრავენ. საშინელებებს მწერდნენ, რაც გადავიტანე, ვერ აგიხსნით. რთულია, რომ არ მიაქციო ყურადღება.
არასოდეს არაფრის პროპაგანდას არ ვეწევი, უბრალოდ, ადამიანის ჩაგვრას ვერ დავუჭერ მხარს და ამის გამო, თამრიკო ვითომ დასაჯეს. ერთი უგუნური ფრაზა გაჟღერდა – „თამრიკო ხომ მგალობელი არ არისო“, უკაცრავად, ვინც გალობს, რეპერია? – რას ნიშნავს მგალობელი, ვინც გალობს, იმ წუთში ყველა მგალობელია.
არ მეგონა, რომ მთლად ასე სწორხაზოვნად აზროვნებდნენ. ცუდია რომ ასე მოხდა, ვერ დასაჯეს თამრიკო და ვერც ვერასოდეს დასჯიან. მე სწორი პოზიცია დავიჭირე.
მგონი, ხუთი წელია უკვე ამის მერე გასული და ყოველ შობას ბევრი ეპისკოპოსი და მამაო, მირეკავს და მეუბნებიან, ჩვენ შენთან ვართ და ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართო.
ამ წლების განმავლობაში ვიხვეწები, რომ პატრიარქს შემახვედრონ, ადრე თავად ითხოვდა ხოლმე ჩემთან შეხვედრას. არ მახვედრებენ. თან ვითხოვდი, რომ მარტო არ მინდა, თქვენი თანდასწრებით დავჯდები და მე ამ ყველაფერს ვიტყვი, რის გამოც დამიპისირპირდით – მეთქი.
არ ვიცი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს ჩემზე პატრიარქს, მე არასდროს მისთვის არ მიღალატია. თავად დგას იმ აზრზე, რომ ადამიანი არ უნდა დაჩაგრო…“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.