LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება გროვდება

176
Untitled

სამების საკათედრო ტაძარში უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება გროვდება. პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვების დახარისხების ორგანიზებას სამების ახალგაზრდული ცენტრი უწევს.

“პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გუშინ 5 ტონა ტვირთი უკვე გაიგზავნა. გრძელდება კიდევ მობილიზება ტვირთების. მეორე ნაკადი უნდა გავაგზავნით, რომლის მიღებაც ოთხშაბათიდან დაიწყება. მიღების პერიოდი დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება. სავარაუდოდ მომდევნო ნაკადი გაიგზავნება შემდეგ კვირას,” – განაცხადა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ცხომელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები