LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

250
11

თუ ოხშივარადენილი წვნიანის თეფში ძველი დროის იდეალური გადმონაშთი გგონიათ, მაშინ თქვენ ბევრი თანამოაზრე გყავთ – ასე იწყება CNN Travel-ზე სტატია მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების შესახებ.

რეიტინგში, რომელიც ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს, ქართული ტრადიციული კერძი ხარჩოც მოხვდა.

ხარჩოს შესახებ ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის.

რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g