თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ფემიციდის მორიგ ფაქტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და მათი თანამშრომლის, ქეთევან ედიბერაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ირკვევა, ქეთევან ედიბერიძე სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის…
Posted by Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი on სამშაბათი, 09 იანვარი, 2024
ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა.
„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან ცოლის დაჭრის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა.
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.