LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილება მიღებულია ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ – დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე ვერ შევლენ

146
სამება - აკრედიტაცია

საპატრიარქომ სამების საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალ მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია დააწესა.

აღნიშნულის თაობაზე საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი:

„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს

ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“. – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g