LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ გაახსენდა ახლა ქალბატონ ელჩს, რომ თითქოსდა ბატონი ივანიშვილი არის ოლიგარქი?“ – გია ცაგარეიშვილი

130
Untitled design (2)

„ჩვენი პროგრესი ევროპულ გზაზე აღიარებულია დანიის მხრიდან და არა მხოლოდ მათი მხრიდან. აღიარებულია ჩვენი მიღწევები, ჩვენი რეფორმები და მე მინდა კონტრ კითხვა დავსვა. ჩვენს ევროპულ გზაზე მოძრაობის რა მონაკვეთში, რა საფეხურზე შეუშალა ხელი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს. ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პროცესების რადიკალიზაციას და პოლარიზაციას უწყობს ხელს.

„მას მერე, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ხელის შეწყობის მეტი არაფერი გაუკეთებია. მაშ რასთან გვაქვს საქმე? რატომ გაახსენდა ახლა ქალბატონ ელჩს, რომ თითქოსდა ბატონი ივანიშვილი არის ოლიგარქი? ეს ხომ ისევ პროცესების რადიკალიზაციას უწყობს ხელს. ეს ხომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. ეს ხომ ისევ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას უწყობს ხელს.

ჩვენ ვფიქრობდით და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ ზურგს უკან, როდესაც ყველასათვის სანუკვარი სტატუსი მივიღეთ და ამ სტატუსის მიღებაში ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი, მათ შორის ბატონ ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერს, მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ახლა საპატიო თავმჯდომარეს. ისევე როგორც სხვა ბევრ ადამიანს. ყველას წვლილი უნდა დაფასდეს.

მგონია რომ  სტატია კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და მოწყვეტილია რეალობას, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დანიის საელჩოს მიერ გაკეთებული განმარტება ამ ეტაპზე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონფლიქტი ამოწურულად ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, დანიის საელჩომ დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„მიუღებელი საქციელია, განმარტებების გაკეთება მოუწევს“ – საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა

„სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას  წინ უძღოდა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

„ჩვეულებრივი სიბინძურეა. ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“ – კალაძე დანიის ელჩის განცხადებაზე

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g