გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრეს.
შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა.
ცხოველს ვეტერინარულ კლინიკაში შესაბამისი დახმარება გაეწია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.