CNN-ის ცნობით, კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. როგორც მედია წერს, ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის მონაცემები, რამდენი დაშავდა.
მეწყერი პროვინცია ჩოკოში ჩამოწვა, რასაც ძლიერი წვიმა უძღოდა წინ.
„არ მოვისვენებ, სანამ ყველა ჩოკოელი არ მიიღებს ინფორმაციას თავისი ნათესავებისა და ახლობლების შესახებ“, – განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ნუბია კაროლინა კორდობა კურიმ.
