ანონიმური წყაროს ინფორმაციით, კრისტინ უზუნიანი ძიძის პროფესიაზე უარს ამბობს და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას აპირებს. გოგონა აგენტს ეძებს, რომლის დახმარებითაც შოუ-ბიზნესში დაიმკვირდებს ადგილს.
ყოფილმა ძიძამ სამსახურის დაკარგვის შემდეგ ავტომობილიც გამოცვალა და ამჯერად საკმაოდ ძვირადღირებულ „ლექსუსს“ მართავს, რომელიც, ასევე ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირადი ფოტოების გაყიდვიდან მიღებული თანხით შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ძლიერი ჰოლივუდური წყვილის ოჯახის დანგრევის მიზეზად ბენისა და კრისტინის რომანი სახელდება.