გუშინ მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ფინალი გაიმართა.
მეგაშოუს გამარჯვებული, მაყურებლის გადაწყვეტილებით, მსახიობი თედო ბექაური გახდა. მას მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.
გრანდიოზული ფინალის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედი“ გვიზიარებს კადრებს კულისებიდან, სადაც მსახიობი თედო ბექაური მის მთავარ გულშემატკივარს, შვილს, დემეტრე ბექაურს ესიყვარულება.