„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა.
ელექტრონული კომერცია გულისხმობს სავაჭრო პლატფორმების საშუალებით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას. ამასთან, კანონის ძირითადი მიზანია ელექტრონული კომერციის პროცესში სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა (სავაჭრო პლატფორმა) უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ა.შ.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებამდე, მკაფიოდ, სრულყოფილად, გასაგებად და სახელმწიფო ენაზე უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ასევე, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საკონტაქტო ინფორმაციის, საიდენტიფიკაციო ნომრის და ა.შ.
დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ნომერზე: +995 598 05 44 22 ან ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].