„ვიცი, ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა… აი, ეს მაგიდა სამეგრელოს სამთავრო ოჯახს ეკუთვნოდა, იგი რამდენიმე ათეული წელი დადიანების სასახლის ნესტიან საცავში, შეუსაბამო პირობებში ინახებოდა… სამწუხაროდ, მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი… ძალიან მადლიერი ვარ მუზეუმის დირექტორის, დავით ოყუჯავასი და ფონდის მცველის, ლალი ჭითანავასი, სწორედ მათი წყალობით 2022 წელს გახდა ჩემთვის ცნობილი ამ უნიკალური ნივთის და მისი პრობლემის არსებობა… ფოტოებზე კარგად ხედავთ, როგორი იყო უძვირფასესი მაგიდის მდგომარეობა რესტავრაციამდე, დაშლილი, დაქუცმაცებული, სინესტისგან თითქმის დაფერფლილი,“ – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
„ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში მაგიდა არ უნდა დამეტოვებინა და გადასარჩენად ხელოვნების სასახლეში უნდა წამომეღო… სწორედ ასეთი უნიკალური ნივთების სარესტავრაციოდ, კულტურის მინისტრის ინიციატივით, დაისახა გრძელვადიანი პროგრამა… ქართველი რესტავრატორები, მათ შორის, ირაკლი ზამბახიძე, ხის ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციის შესასწავლად კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში მივლინდნენ… პარალელურად, ხელოვნების სასახლემ მოამზადა ზუგდიდის დადიანების სასახლეების სარეაბილიტაციო პროექტი და იგი 2022 წელს ჩვენმა დიდმა მეგობარმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა… უმოკლეს დროში წარმოუდგენელი სამუშაო ჩატარდა…
ვიცი ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა… აი ეს მაგიდა სამეგრელოს სამთავრო ოჯახს ეკუთვნოდა, იგი რამდენიმე …
Posted by Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია on პარასკევი, 12 იანვარი, 2024
ოქროსხელება ქართველმა რესტავრატორებმა: ლელა გურგენაშვილმა, გენადი ჯაჯანიძემ, გივი ლომთათიძემ, ზურა ქარელმა და ვახო მდინარაძემ, ირაკლი ზამბახიძის მონიტორინგით, აი, ეს შედეგი დადეს… მაგიდა გადარჩენილია, ის „ფერფლისგან აღდგა“.. ერთობლივმა ძალისხმევამ წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო… ჩვენი ევროპული ისტორიის კიდევ ერთი მეტყველი ძეგლი სულ მალე გამოიფინება ზუგდიდის დადიანების სასახლეში,“ – წერს კალანდია.